ტურიზმის ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანია დიდ ბრიტანეთში
„ტელეგრაფი“ საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიების ციკლს აქვეყნებს. გავლენიანი ბრიტანული გამოცემა საქართველოს სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულთათვის ევროპის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მიმართულებად ასახელებს. საქართველოს უნიკალური ლანდშაფტი, ღვინის წარმოების რვაათასწლოვანი ტრადიცია, სამზარეულო და გამორჩეული არქიტექტურა – სტატიებში ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალი დეტალურად არის აღწერილი. ბრიტანულ ტელეგრაფში საქართველოს შესახებ პუბლიკაციები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და ბრიტანული ავიაკომპანიის, „ბრითიშ ეარვეისის“ თანამშრომლობით გამოქვეყნდა. დაგეგმილია კიდევ არაერთი აქტივობა. მარკეტინგული კამპანიის მიზანი საქართველოს პოპულარიზაცია და ბრიტანეთიდან რაც შეიძლება მეტი ტურისტის მოზიდვაა.