პეკინი, შენჟენი და შანხაი – საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ჩინეთის უმსხვილეს ქალაქებში ეცნობიან.
მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიაში, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, 20-მდე ქართული კომპანია მონაწილეობს. დაგეგმილია ე.წ. როუდშოუები და პრეზენტაციები. სამივე ქალაქში ქართული ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ ჩინურ ტუროპერატორებთან კონტაქტები დაამყარონ და მათ საკუთარი პროდუქტები შესთავაზონ. ბოლო პერიოდში ჩინეთთან მოქმედი უვიზო რეჟიმის და დაწყებული პირდაპირი ავიამიმოსვლის გათვალისწინებით, ჩინელი ტურისტები რაოდენობა საქართველოში მკვეთრად გაზრდილია. შესაბამისად მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული ბაზარი, ქართული კომპანიებისთვის სულ უფრო მიმზიდველი ხდება.