ტურიზმის ადმინისტრაცია საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე

18:54, 23.01.2025

საქართველო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ესპანეთში, მადრიდში, მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში FITUR-2025 მონაწილეობს. გამოფენაზე, საქართველოს სტენდთან სტუმრებს საშუალება აქვთ ხუთი დღის განმავლობაში გაეცნონ საქართველოს ტურისტულ მიმართულებას, დააგემოვნონ ქართული კერძები და ღვინო. ქართულმა სამზარეულომ გამოფენის ვიზიტორებს შორის დიდი მოწონება დაიმსახურა.

მსგავსი