ტურიზმის ადმინისტრაცია ინდოეთიდან გადამღებ ჯგუფს მასპინძლობს
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ინდოეთიდან გადამღებ ჯგუფს მასპინძლობს.
ინფლუენსერები და ვიდეოგრაფები წამყვანი საერთაშორისო მედია და ტურისტული პლატფორმებისთვის ვიდეორგოლს ამზადებენ. 7-კაციანი ჯგუფი საქართველოს ყველა რეგიონს მოინახულებს. ინდოეთის ტურისტულ ბაზარზე დაგეგმილი ინტეგრირებული მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, ვიდეორგოლი სხვადასხვა პლატფორმაზე გავრცელდება, მათ შორისაა: Instagram, YouTube, Thomas Cook, Tripoto, Thrillophilia და სხვა. ტურის ვიდეოკლიპში წარმოდგენილი იქნება ქართული კულტურა, ბუნება, სათავგადასავლო ტურისტული პროდუქტები, ქართული სამზარეულო და ღვინო.