ტურიზმის ადმინისტრაცია ავსტრიელ იუთუბერს მასპინძლობს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ცნობილ ავსტრიელ იუთუბერს მასპინძლობს. Lucas galgenmuellerი, გადამღები ჯგუფის ორ წევრთან ერთად მოინახულებს თბილისს, მცხეთას, ზუგდიდსა და მარტვილს, რის შედეგადაც მომზადდება ვიდეომასალა ქართული გასტრონომიისა და ღვინის შესახებ. ცნობილ იუთუბერს 400 000-მდე გამომწერი ჰყავს.