ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მაჩვენებლები
ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 8.8 %-ით გაიზარდა და 695 მლნ დოლარი შეადგინა. ასეთია 2026 წლის მაჩვენებელი. მთლიანობაში, ბოლო 8 თვეში ქვეყანამ ტურიზმის სექტორიდან 3 მილიარდ 2 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. ინფორმაციას, საინვესტიციო კომპანია „გალტ ენდ თაგარტი“ აქვეყნებს. ამავე კომპანიის კვლევით, 2026 წელს ჯამში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 5 მილიარდი დოლარის ფარგლებში იქნება.