საქართველოში ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა 2025 წელს და ისტორიულ მაქსიმუმს – 5 მილიონ 521,866 ვიზიტს მიაღწია. ზრდა 2024 წელთან შედარებით 8.4%-ით მეტია, – ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან, მოგზაურთა განსაკუთრებულად დიდი ნაკადი დაფიქსირდა – ჯამში 499,890 ვიზიტი. მოიმატა ვიზიტორთა რაოდენობამ იტალიიდან და ესპანეთიდან. ზრდა ფიქსირდება ასევე ისრაელიდან, აზერბაიჯანიდან და ჩინეთიდან.