ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტისა და გაუქმებული ავიარეისების მიუხედავად, ტურიზმის სექტორი ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს.
მიმდინარე წლის სამ თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს 4%-ით მეტი ტურისტი ეწვია. რეგიონის ქვეყნების გარდა ვიზიტორთა რაოდენობა მზარდია ევროპიდანაც. რა უნდა გაკეთდეს გლობალური დაძაბულობით გამოწვეული უარყოფითი გავლენის შესამცირებლად – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კონკრეტულ ნაბიჯებზე სექტორის წარმომადგენლებთან ერთად მსჯელობს. ტურისტულად ყველაზე აქტიური სეზონის მოახლოების ფონზე, აქცენტი კეთდება სამიზნე ქვეყნებში მარკეტინგული კამპანიების გააქტიურებასა და ახალი ავიარეისების დამატებაზე.