ტურისტული სეზონის გახსნა ბათუმში

ბათუმში ზაფხულის ტურისტული სეზონი 20-21 ივნისს „ზაფხულის ფესტივალით“ ოფიციალურად გაიხსნება. ღონიძიება ტრადიციულად ანბანის კოშკის მიმდებარედ გაიმართება და მასზე დასწრებას მსურველები უფასოდ შეძლებენ. საზაფხულო დეკორაციებითა და ინსტალაციებით მოირთვება საფესტივალო სივრცე, სადაც სტუმრების განწყობაზე მიწვეული და ადგილობრივი ბენდები იზრუნებენ. გაიმართება გამოფენა-გაყიდვები, რომელშიც 150-მდე მეწარმის ხელნაკეთი ნივთები და პროდუქტი იქნება წარმოდგენილი.