ტურისტული სეზონის გახსნა ანაკლიაში

12:25, 05.07.2026

ანაკლიაში საზღაო სეზონის გახსნასთან დაკავშირებით გამართული ღონისძიებები ჯგუფ „ურსას“ სოლო კონცერტით და ელექტრონული მუსიკის საღამოთი დასრულდა. მთელი დღის განმავლობაში ადგილზე მოწყობილი იყო საფესტივალო ქალაქი. ღონისძიებები ანაკლიაში დღესაც გრძელდება, საღამოს კი დუეტ „ჯორჯიას“ და ლინდა ადამიას კონცერტი დახურავს. ღონისძიებები ანაკლიაში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ადმინისტრაციის, ზუგდიდის მერიის და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება.

მსგავსი