ტურისტული სეზონი თუშეთში
საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხე და უცხოელი ტურისტებისთვის განსაკუთრებულად მიმზიდველი ადგილი – თუშეთში ტურისტული სეზონი გაიხსნა.
გამორჩეული ბუნება, ადგილობრივი წეს-ჩვეულებები, დღემდე შემორჩენილი ტრადიციები, ერთ-ერთი ყველაზე რთული უღელტეხილი, მთის კალთებზე შეფენილი სახლები და უნიკალური ისტორიული მემკვიდრეობა ყოველ წელს მხარეში უამრავ ადგილობრივ თუ უცხოელ ვიზიტორს იზიდავს. მითუმეტეს, რომ ვიზიტორებს არაერთ საინტერესო აქტივობას და ტურს სთავაზობენ. ზაფხულის ტურისტულ სეზონს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს იმ მხრივაც, რომ თვეების შემდეგ მკაცრი კლიმატისა და რთული რელიეფური პირობების გამო თითქმის დაცლილ კუთხეში არაერთი ადგილობრივი ოჯახი ბრუნდება.
რა გელოდებათ წლევანდელ სეზონზე დაცულ ტერიტორიებზე, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის არაერთ ძეგლს აერთიანებს – ომალოს და დართლოს „მოამბის“ გადამღები ჯგუფი სტუმრობდა.