ტურისტული სეზონი კურორტ გოდერძიზე

21:55, 01.02.2026

კურორტი გოდერძი – 2026 წლის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ზამთრის მიმართულება ევროპაში. მაღალმთიანმა აჭარამ ეს აღიარება ხანგრძლივი ზამთრისა და ბუნებრივი თოვლის სიუხვის გამო მოიპოვა. გოდერძი განსაკუთრებით მიმზიდველია ექსტრემალებისთვის, ვისაც გაუკვალავში სრიალით განსაკუთრებული თავგადასავლები და მძაფრი შეგრძნებები ხიბლავთ. ჯერ კიდევ ათეული წლის წინ რთული წარმოსადგენი იყო, რომ კურორტი ასეთი პოპულარული გახდებოდა, გოდერძი ის ადგილია, რომელიც აჭარის ოთხივე სეზონის ტურისტულ მიმართულებას განსაკუთრებით აძლიერებს.

მერაბ წულუკიძისა და ედნარ კოჩალიძის რეპორტაჟი გოდერძიდან #მოამბერეგიონები

მსგავსი