ტურისტული სეზონი ფოთში
გასულ წლებთან შედარებით, ფოთმა წელს სტუმართა გაზრდილ ნაკადს უმასპინძლა. მართალია, აქტიური სეზონი დასრულდა, თუმცა მალთაყვის სანაპიროზე დამსვენებლებს ჯერ ისევ შეხვდებით. ქალაქის სანაპირო ზოლზე წელს ნაწილობრივ განახლდა ინფრასტრუქტურა, მოეწყო დასასვენებელი და სპორტული აქტივობებისთვის განკუთვნილი სივრცეები, თუმცა ორკილომეტრიანი რეაბილიტირებული მონაკვეთის გარდა, სანაპიროს საკმაოდ დიდი ნაწილი ისევ მოუწესრიგებელია. მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ ამჟამად მუშაობა ფოთის განაშენიანების ახალ გენერალურ გეგმაზე მიმდინარეობს, სანაპირო ზოლის მოწესრიგება კი სწორედ ამ დოკუმენტის დამტკიცების შემდეგ გახდება შესაძლებელი.
თეა აბსარიძისა და გოგა გახარიას რეპორტაჟი #მოამბერეგიონები