ტურისტული სეზონი აჭარაში
ბათუმში საკურორტო სეზონი პიკს აღწევს. თუკი ადრე ტურისტებისთვის მიმზიდველი მხოლოდ შავი ზღვის სანაპირო იყო, ახლა სულ უფრო პოპულარული ხდება მთიანი აჭარა. რეგიონი უნიკალურია იმითაც, რომ სუბტროპიკული სანაპირო ზოლიდან სულ რაღაც სამ საათში შეიძლება ალპურ ზონაში აღმოჩნდეთ, გზა და გზა კი უამრავი საინტერესო ადგილი მოინახულოთ.
ვნახოთ „მოამბის“ ექსპერიმენტი, რის ნახვას შეძლებს ტურისტი აჭარაში მხოლოდ რვა საათის განმავლობაში. ბათუმის სანაპიროდან ალპურ მწვანე ტბამდე მერაბ წულუკიძემ და ედუ კოჩალიძემ იმოგზაურეს.