ტურისტული ნაკადები – ოპოზიციის კამპანია და შსს-ს სტატისტიკა

21:08, 26.08.2026

ოპოზიციის ბრალდებების საპასუხოდ, სამართალდამცავ უწყებას სტატისტიკის გამოქვეყნება უწევს. ბრალდებების მთავარი ხაზი რუსი ტურისტების სიმრავლეა. „ნაციონალური მოძრაობა“ ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე მგზავრთნაკადის უკონტროლო ზრდაზე და რუსი მოქალაქეების მასობრივად შემოდინებაზე მიუთითებს. ოპოზიცია მთავრობას რუსეთიდან შემოსული პირებისთვის მოქალაქეობის პროცედურების გამარტივებაშიც სდებს ბრალს. რუსი ტურისტების მზარდ ნაკადებზე და მათი მხრიდან უძრავი ქონების მარტივად შეძენის მზარდ ტენდენციაზე ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციებიც საუბრობენ, რასაც მიზანმიმართულ დეზინფორმაციად და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობად აცხადებს მმართველი გუნდი. თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებს გავითვალისწინებთ, ბოლო ერთ კვირაში ქვეყანაში რუსეთის ფედერაციიდან შემოსულ პირთა რაოდენობას უკვე გასულ მოქალაქეთა მაჩვენებელი აჭარბებს. ყოფილი მმართველი პარტიის ბრალდებებმა აგვისტოს ომიდან მალევე, მათი ლიდერის სწორედ რუსი ტურისტებისადმი ლოიალური განწყობა და საქართველოში მოგზაურობისკენ მოწოდებების თემა პოლიტიკურ დღის წესრიგში კიდევ ერთხელ გაააქტიურა. რამდენად დაცულია საზღვრებზე უსაფრთხოება და როგორ კონტროლდება ზაფხულის სეზონზე გაზრდილი ტურისტული ნაკადების მოძრაობა სასაზღვრო პუნქტებზე – რეზი ხუციშვილის რეპორტაჟი #მოამბე

მსგავსი