ტურისტული ნაკადები – ოპოზიციის კამპანია და ხელისუფლების პასუხი

21:13, 29.08.2026

მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური სტატისტიკით უპასუხა, „ნაციონალური მოძრაობა“ ისევ რუსი ტურისტების რაოდენობაზე წუხს. გასული კვირისგან განსხვავებით, როცა ყოფილი სახელისუფლებო პარტიის წევრები ლარსის სასაზღვრო პუნქტზე იმყოფებოდნენ, ახლა ბრალდებები თბილისიდან გააჟღერეს. ეროვნული უსაფრთხოების რისკებზე საუბრობენ მმართველი გუნდის სხვა ოპონენტებიც.

ბრალდებების ავტორებს ხელისუფლება სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს და აგვისტოს ომის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის მიერ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმებასა და მათ მიმართ კეთილგანწყობებს ახსენებს.

 

მსგავსი