ტურისტებისთვის ყველაზე სანახაობრივი და შთამბეჭდავი მარშრუტები ჭიათურაში.
კასტრული მღვიმეები, ხეობები, უძველესი ტაძრები და განსხვავებული ბუნება წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს. მდინარე ყვირილას ხეობის ეს ტერიტორია ჯერ კიდევ ქვის ხანიდან იყო დასახლებული, რაც არქეოლოგიური კვლევებით დასტურდება. ერთ-ერთ მღვიმეშია აღმოჩენილი ძაფის უძველესი ნაშთები. ჭიათურა განვითარებული ყოფილა შუა საუკუნეებშიც, რაზეც მრავლად შემორჩენილი ციხე-სიმაგრეები და უნიკალური მოხატულობის ტაძრებიც მეტყველებენ.
განსხვავებული ქალაქის ტურისტული პოტენციალი ნახეთ ანა ნოდიასა და ზაზა შუკვანის რეპორტაჟში.