ტურისტული გამოფენა მილანში

მილანის ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან. მასში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 6 ტურისტულ კომპანიასთან ერთად მონაწილეობს. მილანის ტურისტულ გამოფენაზე, ბითუბი ფორმატის ფარგლებში, საქართველოს კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება აქვთ იტალიელ კოლეგებთან საქმიანი ურთიერთობები დაამყარონ მილანის ტურისტული გამოფენა 45 წელია ტარდება და იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტურისტული ღონისძიებაა. მასზე 62 ქვეყნიდან ათასზე მეტი ტურისტული კომპანია და ორგანიზაციაა წარმოდგენილი. გამოფენას მთელი მსოფლიოდან დაახლოებით 40 ათასი სტუმარი ჰყავს.