ტურისტების რაოდენობის რეკორდული მაჩვენებელი - 2018-ის სტატისტიკა

ტურისტების რაოდენობის რეკორდული მაჩვენებელი საქართველოში. 8 679 544 მოგზაური – ასეთია 2018 წლის სტატისტიკა.

წინა წელთან შედარებით, ზრდა თითქმის 10 პროცენტს შეადგენს. მონაცემები პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ წარადგინეს.

ყველაზე მეტი ვიზიტორი ჩვენს ქვეყანას აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან, სომხეთიდან და თურქეთიდან ესტუმრა.