ტურისტების რაოდენობა საქართველოში  

2019 წლის დასაწყისიდან დღემდე, საქართველოს თითქმის 3 მილიონი ვიზიტორი სტუმრობდა. და ეს მაშინ, როცა ზაფხულის სეზონი მხოლოდ ახლა იწყება.

ტურიზმის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ევროკავშირის ქვეყნებიდან ტურისტების ნაკადი იზრდება. თუმცა საერთაშორისო მოგზაურთა სტატისტიკაში, უკვე მეორე თვეა, რაც რუსეთი ლიდერობს.

სანდრო ჯუფალაკიანი დაინტერესდა, როგორ ემზადება ქვეყანა ტურისტული სეზონისთვის და უმჯობესდება, თუ არა საქართველოში მომსახურების ხარისხი.