ტურისტების გაზრდილი რაოდენობა დაცულ ტერიტორიებზე
12 %-ით მეტი ვიზიტორი გასულ წელთან შედარებით – საქართველოს დაცული ტერიტორიები 2025 წელს რეკორდული მაჩვენებლებით ასრულებს.
პრომეთეს მღვიმე, მტირალას ერონული პარკი, მარტვილისა და წალკის კანიონები – საქართველოსთვის დამახასიათებელი შთამბეჭდავი ლანდშაფტით, ბუნებით და ეკოტურისტული ბილიკებით გამორჩეული ამ და სხვა ადგილებს მიმდინარე წელს მილიონ 200 ათასზე მეტი ადამიანი ესტუმრა. საქართველოში ეკოტურიზმის პოპულარობის ზრდის ფონზე, დაცული ტერიტორიების სააგენტო არაერთ სიახლეს გეგმავს. სხვადასხვა ეროვნულ პარკსა და კანიონზე ინფრასტრუქუტურის მოწყობის პარალელურად, უკვე შერჩეულია კონკრეტული ადგილები, რომელთაც უახლოეს მომავალში დაცული ტერიტორიის სტატუსი მიენიჭება.