თუმანიშვილის თეატრში სპექტაკლი „წუნა და წრუწუნა“ გაიმართა

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მონაწილეობით თუმანიშვილის თეატრში სპექტაკლი „წუნა და წრუწუნა“ გაიმართა.

წარმოდგენაში მონაწილეობა ბენეფიციარების და-ძმებმა და კლასელებმაც მიიღეს, ასევე გაიმართა მათ მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვაც.

საღამოს ორგანიზატორია სმენადაქვეითებულ ბავშვთა რეაბილიტაციის საქველმოქმედო ფონდი „აი ია“, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების განვითარებაზე ზრუნავს.

დატოვე კომენტარი