თსუ სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებლის მშენებლობას იწყებს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებლის მშენებლობას იწყებს. შემუშავებული პროექტის მიხედვით, სტუდენტური საერთო საცხოვრებლის სამშენებლო სამუშაოების განხორციელებაზე ტენდერი უკვე გამოცხადდა. 300-მდე სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებელი მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის ტერიტორიაზე განთავსება და სრულად დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.