თსუ-ში რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია დაფუძნდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია დაფუძნდა.

ახალი პლატფორმა სახელმწიფო უნივერსიტეტების ხელმძღვანელებს აერთიანებს. ამ გაერთიანების ფარგლებში რექტორები იმსჯელებენ უმაღლესი განათლების გამოწვევებზე, უნივერსიტეტების ავტონომიურობისა და დაფინანსების საკითხებზე, ასევე მოამზადებენ ერთობლივ საკანონმდებლო ინიციატივებს.