თსუ-ში ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული კვლევითი ცენტრი გაიხსნა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული კვლევითი ცენტრი გაიხსნა. ცენტრი დაეხმარება საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებას ევროპის მეცნიერების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სივრცესთან დაახლოებაში.
ღონისძიებასთან დაკავშირებით, თბილისში ევროპის აკადემიის ცენტრალური მმართველობის, ევროპული რეგიონული ჰაბებისა და სამეცნიერო საბჭოს წევრების საქმიანი ვიზიტით იმყოფებიან.