თსუ-ში ე.წ. 93-ე აუდიტორიის პროექტი აღდგა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ე.წ. 93-ე აუდიტორიის პროექტი აღდგა.

93-ე აუდიტორია არის ადგილი უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, სადაც წლების განმავლობაში ახალგაზრდა მწერალთა წრის შეხვედრა-დისკუსიები და სხვა ღონისძიებები იმართებოდა.

პროექტის განახლების ღონისძიებაზე ცნობილი გახდა, რომ აუდიტორიაში სისტემატურად გაიმართება შეხვედრები და ყველა მწერალს შეეძლება საღამოების გამართვა.

გარდა ამისა, აღდგება ლიტერატურული ჟურნალიც, სადაც როგორც ახალგაზრდების, ისე ცნობილი მწერლების ნაწარმოებები დაიბეჭდება.