თსუ საერთაშორისო პროგრამების განხორციელებას იწყებს 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო დონეზე აღიარებული დიპლომების გაცემას იწყებს.

მანამდე ქართველ სტუდენტებს ამ რანგის დიპლომებს სან დიეგოს უნივვერსიტეტი აძლევდა, რომელსაც საქართველოში ფილიალები ჰქონდა გახსნილი. ახალი სტატუსის მისაღებად თსუ-ს რამდენიმე ეტაპის გავლა და არაერთი სტანდარტის დაკმაყოფილება მოუხდა. პირველ ეტაპზე საერთაშორისო დონეზე აღიარებული დიპლომები ორი მიმართულებით გაიცემა. ესენია საინჟინრო და საბუნებისმეტყველო პროგრამები. სან დიეგოს უნივერსიტეტისგან სხვა საბაკალავრო პროგრამების ათვისება ეტაპობრივად მოხდება.