თსუ-ს სტუდენტების ნაწილი ონლაინ სწავლებას აპროტესტებს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილმა ონლაინ სწავლება გააპროტესტა. მათი განცხადებით, პროცესმა აუდიტორიებში უნდა გადაინაცვლოს. აქციის მონაწილეების თქმით, ქვეყანაში რეგულაციების უდიდესი ნაწილი მოხსნილია და ამის ფონზე დისტანციური სწავლება მიუღებელია. შეკრებილებმა მსვლელობა რუსთაველის მეტროდან უნივერსიტეტის პირველ კორპუსამდე გამართეს. სტუდენტების ნაწილის პროტესტს გამოეხმაურა რექტორის მოადგილე.