თსუ-ს სენატის სხდომა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სენატის სხდომა გაიმართა, რომელსაც სტუდენტები და ლექტორები დაესწრნენ. სხდომის შემდეგ აღინიშნა, რომ ორი უნივერსიტეტის გაერთიანების საკითხთან დაკავშირებით, საერთო განცხადება მომზადდა, რომელიც განათლების სამინისტროს და სხვა შესაბამის უწყებებს გადაეგზავნა. სენატის სხდომის ოქმში ნათქვამია, რომ გაერთიანება გამოიწვევს მმართველობით სირთულეებს საკმაოდ გრძელვადიან პირობებში, რაც პირდაპირ გავლენას მოახდენს განათლების ხარისხზე. ლექტორების და აკადემიური საბჭოს წევრების განმარტებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია უნივერსიტეტის ავტონომიის, აკადემიური ხარისხის და შრომითი პირობების დაცვა. მათი თქმით, მიღებული გადაწყვეტილება აზიანებს ორი ისტორიული უნივერსიტეტის ინტერესებს. ოქმში ასევე აღნიშნულია, რომ ორი უნივერსიტეტის გაერთიანების პროცესი, ამ ფორმით უნდა შეწყდეს და გაგრძელდეს მხარეებთან აქტიური კომუნიკაცია.