თსუ-ის მედიისა და ტელეხელოვნების საზოგადოებრივი კოლეჯი გაიხსნა

თსუ-ის მედიისა და ტელეხელოვნების საზოგადოებრივი კოლეჯი გაიხსნა.

მედიისა და ტელეხელოვნების საზოგადოებრივი კოლეჯი შემდეგ პროგრამებს აერთიანებს: ტელერეჟისურა, საოპერატორო ხელოვნება, ვიდეომონტაჟი, სატელევიზიო გრაფიკა, ფოტოგრაფია, ტელე-რადიოწამყვანი და რეპორტიორი.

კოლეჯში ჩაბარება 9 კლასის სკოლადამთვრებულებს უფასოდ შეუძლიათ.

კოლეჯი 2018 წლის გაზაფხულზე დაფუძნდა, ახალი სტატუსით ავტორიზაცია გაიარა და 120 სტუდენტი მიიღო.

სასწავლო დაწესებულება იმ სატელევიზიო სკოლის ბაზაზე დაფუძნდა, რომელიც კოლეჯის ამჟამინდელი დირექტორის, ზურაბ ოშხნელის ინიციატივით ათეული წლის წინ დაარსდა და სხვადასხვა სახელწოდებითა და სტატუსით 1989 წლიდან არსებობს.