თსუ ახალი საერთო საცხოვრებლის მშენებლობას იწყებს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებლის მშენებლობას იწყებს.

350 სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებელი მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის ტერიტორიაზე უნდა განთავსდეს. თსუ-ს ინფორმაციით, სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე უნდა ჩატარდეს შენობის პროექტირება და გამაგრებითი სამუშაოები, ხოლო მეორე ეტაპზე მთლიანი შენობის რეაბილიტაცია. უნივერსიტეტის რექტორის განცხადებით, საერთო საცხოვრებლის ტერიტორიაზე მოეწყობა სტუდენტური სივრცეები, სპორტული მოედნები. შენობა აღიჭურვება თანამედროვე ინვენტარით, რომელიც მორგებული იქნება სტუდენტების საჭიროებებზე.

მშენებლობის დასრულება 2024 წლისთვის იგეგმება.