თსსუ საკუთარ კურსდამთავრებულებს გამოცდების საფასურს გადაუხდის

12:45, 05.12.2019

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, საკუთარ კურსდამთავრებულებს გამოცდების საფასურს გადაუხდის, ამის შესახებ რექტორმა განაცხადა. მისი თქმით, ეს ინფორმაცია მათ დაგვიანებით მიიღეს.

მანამდე, სამედიცინო მიმართულების სტუდენტები და რეზიდენტურის სერტიფიკატის მაძიებლები, მთავრობის მიერ 2 დეკემბერს გამოცემულ იმ დადგენილებას აპროტესტებენ,  რომლის მიხედვითაც, რეზიდენტურაში  ჩასაბარებელ გამოცდაზე გასვლა 80 ლარი, ხოლო რეზიდენტურის დამამთავრებელ  გამოცდაზე გასვლა 120 ლარი ეღირება.

მსგავსი