თსსუ–ში დღეს ახალ რექტორს აირჩევენ

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დღეს ახალ რექტორს აირჩევენ. კენჭს ორი კანდიდატი იყრის. მოქმედი რექტორი ზურაბ ვადაჭკორია და მაია დგებუაძე.

არჩევნების პროცესს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,უფლებადამცველთა სახლი” დააკვირდება.  პროცესი 15 საათზე დაიწყება. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში არჩევნების თარიღი 29 დეკემბერს გამოცხადდა.