ცესკო-ში არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა

არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შემაჯამებელი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. როგორც ცესკო-ს სპიკერმა განაცხადა, არჩევნების მეორე ტური ჩატარდება 317 საარჩევნო უბანზე, მათ შორის, ერთი ქალაქ ქუთაისში, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბანია.

რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში 328 272-ს შეადგენს. არჩევნების დღეს ამომრჩევლები მიიღებენ მხოლოდ ერთ საარჩევნო ბიულეტენს მერის ასარჩევად. საერთო ჯამში, არჩევნების მეორე ტურისთვის საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ დაიბეჭდა 299 450 ბიულეტენი.

12 ნოემბრის არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გაუგრძელა აკრედიტაციის ვადა როგორც საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს, ისე სადამკვირვებლო და მედიაორგანიზაციებს.