ცესკო-მ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ხმების 100% დათვალა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ხმების ასი პროცენტი დათვალა. როგორც ცესკო-ში განაცხადეს, ქუთაისში, ყაზბეგში, მარტვილში, ბორჯომსა და ხაშურში ქართული ოცნების კანდიდატებმა გაიმარჯვეს.

გამონაკლისი  ოზურგეთია. აქ დამოუკიდებელმა კანდიდატმა, კონსტანტინე შარაშენიძემ მმართველი გუნდის მერობის კანდიდატს, ბეგლარ სიორიძეს 79 ხმით აჯობა.

ცესკო-ს მონაცემებით, არჩევნების მეორე ტურში აქტივობა 33, 23 % დაფიქსირდა. რაც ეხება საჩივრებს, საერთო ჯამში სულ 35 საჩივარი დაიწერა.