თრუსოს ხეობაში დაკარგული მოლაშქრეები ოკუპანტებმა გაიტაცეს

12:04, 29.08.2018

თრუსოს ხეობაში დაკარგული საქართველოს ხუთი  მოქალაქე საოკუპაციო ძალებმა გაიტაცეს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს. ხუთი ახალგაზრდა ხეობაში 24 აგვისტოს ავიდა და კარვებში დაბანაკდა, თუმცა დათქმულ დროს უკან აღარ დაბრუნდა. გატაცებულები ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში იმყოფებიან. მათი ნათესავები კი მცხეთის რაიონულ პოლიციაში გამოკითხვაზე.  

მსგავსი