თრუსოს ხეობიდან გატაცებულ ხუთ პირს დღეს გაათავისუფლებენ

თრუსოს ხეობიდან რუსი სამხედროების მიერ გატაცებულ საქართველოს ხუთ მოქალაქეს დღეს გაათავისუფლებენ.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაზე დაყრდნობით ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

სუს-ის ცნობით, დაკავებულების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მოლაშქრეები თრუსოს ხეობაში 25 აგვისტოს ავიდნენ, თუმცა უკან დათქმულ დროს აღარ დაბრუნდნენ.

რა ვითარებაში გაიტაცეს მოლაშქრეები, უცნობია.