ტროპიკული შტორმი აშშ-ში

ამერიკის შეერთებულ შტატებს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ტროპიკული შტორმი ემუქრება.  ქარიშხალ „ფლორენსის“ სიმძლავრე შესაძლოა უმაღლეს, ანუ მეხუთე კატეგორიას გაუტოლდეს. სტიქიის ეპიცენტრი სამხრეთ-აღმოსავლეთი სანაპირო ზოლი იქნება. ქარიშხლის წინააღმდეგ ერთდროულად რამდენიმე შტატში შესაბამის ზომებს იღებენ. პრევენციულ სამუშაოებში ადგილობრივ მთავრობებთან ერთად თეთრი სახლიც აქტიურად არის ჩართული. დაწყებულია მოსახლეობის ევაკუაცია.

დატოვე კომენტარი