ტროპიკული ციკლონი ინდოეთში

ინდოეთის 52 ქალაქში საგანგებო ზომებს იღებენ.

ქვეყანას ბოლო ათწლეულების ყველაზე მასშტაბური ციკლონი, „ფანი“ უტევს. არის მსხვერპლი. დაღუპულია შვიდი ადამიანი.

ქვეყნის ათეულობით ქალაქი და სოფელი მაღალი რისკის ქვეშაა, რის გამოც ამ წუთებში საფრთხისშემცველი ზონებიდან მოსახლეობის ევაკუცია მიმდინარეობს. უსაფრთხოების მიზნით, რეგიონში გადაადგილების ყველა საშუალება პარალიზებულია. ბოლო მონაცემებით, ციკლონი ახლა ორისას შტატში, სანაპირო ზოლთან მძვინვარებს, სადაც ერთდროულად წყალდიდობას და საათში 200 კილომეტრი სიჩქარის ქარს ებრძვიან. არსებობს საშიშროება, რომ სტიქია ქალაქებს და დასახლებებსაც დაატყდება თავს.

სამაშველო სამუშაოებში ქვეყნის არმიაც ჩართეს.