თემას, რომელიც ბოლო პერიოდში სოციალური ქსელის ერთ-ერთ გამოწვევად იქცა, სპეციალური კვლევა მიეძღვნა.
არასამთავრობო ორგანიზაციამ მონიტორინგი ჩაატარა იმის გასარკვევად, თუ რამდენად იყენებენ პოლიტიკურ სპექტრში ე. წ. ბოტებს და ტროლებს, ანუ ადამიანებს, რომლებიც ინტერნეტში პროვოკაციული და ყალბი ინფორმაციის და შეურაცხმყოფელი და აგრესიული კომენტარების მიზანმიმართული გავრცელებით არიან დაკავებულები. კვლევის ავტორების დაკვირვებით, საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენის მოსახდენად და სასურველი მიზნების მისაღწევად ახლადდამკვიდრებულ მიმართულებას მმართველი და ოპოზიციური პარტიებიც იყენებენ. კვლევის ჩატარების შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაცია გლობალური პრობლემის დასაძლევად საჭირო ზომების დროულად გატარებას ითხოვს.
თამუნა წიკლაური დაინტერესდა, მოსალოდნელია თუ არა „ტროლების“ და „ბოტების“ წინააღმდეგ რეგულაციების ამოქმედება.