„ტრიბუნას“ თავმჯდომარის განცხადება 

ხელისუფლებას პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს პოლიტიკური მოძრაობა  „ტრიბუნას“ ლიდერი.

დავით ჭიჭინაძის თქმით, პარტიის მაჟორიტარობის სამი კანდიდატი ცესკო-მ 2020 წლის არჩევნებიდან ნასამართლეობის გამო შესაძლოა მოხსნას. მისი განცხადებით, ეს გადაწყვეტილება უსამართლოა. დავით ჭიჭინაძის განცხადებით, მისი თანაგუნდელების წინააღმდეგ სასამართლო დადგენილება არ არსებობს. პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებს.