„ტრიბუნას“ ლიდერის მიმართვა

კორონავირუსის გამო ქყევანაში შესაძლო კრიზისზე ლაპარაკობს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნა.“

მოძრაობის ლიდერი მიიჩნევს, რომ არ შეიძლება კარანტინში მყოფ ადამიანს ბანკში პროცენტები ერიცხებოდეს. დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის პროგნოზით მსოფლიო ეკონომიკა მძიმე ზარალს ელოდება. მისი თქმით, ქართული მხარე არაფერს აკეთებს მოსალოდნელი შედეგების ასაცილებლად.  პოლიტიკური მოძრაობა მოუწოდებს ხელისუფლებას სერიოზულად მოეკიდოს გამოწვევებს და მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილებები.

დატოვე კომენტარი