ტრენინგი საქართველოს პირველ არხზე

ორკვირიანი ტრენინგი, რომელიც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტებისთვის „ბიბისის“ ტრენერმა, ჯონათან სთოუნმენმა ონლაინ რეჟიმში ჩაატარა, დღეს დასრულდა. შეხვედრაზე არჩევნების გაშუქების საკითხებზე, სიზუსტესა და მიუკერძოებლობაზე იმსჯელეს. შეიქმნა დოკუმენტი, რომელიც იქნება პირველი არხის სარედაქციო გაიდლაინი, მათ შორის მოიცავს იმას, თუ როგორ გაშუქდეს არჩევნები.

ჯონათან სთოუნმენმა არჩევნების გაშუქებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.

სთოუნმენი 20 წლის განმავლობაში „ბიბისის“ ახალი და მიმდინარე ამბების სამსახურში ჟურნალისტის, პროდიუსერის, რედაქტორის და მკვლევარის პოზიციებს იკავებდა, ამჟამად კი სთოუნმენი საკონსულტაციო კომპანიას „სთოუნ ფიფალ მედიას“  მართავს.