ტრენინგი ქუთაისში

„ადამიანის უფლებები და რელიგიური შემწყნარებლობა“, – რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში ტრენინგს მართავს.

მისი მიზანია, რელიგიის თავისუფლების შესახებ რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენელთა ცნობიერების ამაღლება, როგორც ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების კუთხით.

ანალოგიური ტრენინგები უკვე გაიმართა საქართველოს სხვადასხვა მხარეში, ტრენინგები ყველა რეგიონს მოიცავს.