ტრენინგები საოჯახო სასტუმროების პერსონალისთვის 

18:43, 11.05.2026

აჭარაში „კარგი მასპინძლის“ სტატუსის მქონე საოჯახო სასტუმროებს სერვისის ამაღლების მიზნით ტრენინგები ჩაუტარდათ.

მონაწილეებმა თეორიულ-პრაქტიკული სწავლება დასუფთავების სტანდარტების და ჰიგიენის მართვის, სერვისების და მომსახურების სტანდარტების და სურსათის უვნებლობის სისტემის მიმართულებით გაიარეს. დაესწრნენ კულინარიულ მასტერკლასებს, შეისწავლეს დღის მენიუს შედგენა და სწორად კალკულაცია. ტრენინგები აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით და კურორტ „გოდერძიზე“ სასტუმრო „ამბასადორის“ მენეჯმენტის ჩართულობით განხორციელდა. ამ ეტაპზე, „კარგი მასპინძლის“ სტატუსს აჭარაში 15-მდე საოჯახო სასტუმრო ფლობს.

პროექტი აჭარაში პირველად ხორციელდება.

მსგავსი