კაპროვანის სანაპიროსთან ახალგაზრდული ბანაკის წარმომადგენლები უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ კაპროვანში მიმდინარე ტრენინგები საქართველოს ხელისუფლების შესაცვლელად მიმდინარეობს და ბანაკის მონაწილეები სამხედრო მომზადებას გადიან. ბანაკის წარმომადგენლები „მოამბესთან“ საუბრისას გავრცელებულ ცნობებს დეზინფორმაციას უწოდებენ, თუმცა აცხადებენ, რომ ხელისუფლება საქართველოში შესაცვლელია და ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ. ამასთან ერთად, მათი მიზნები დაფარული არ არის და ბანაკის მონაწილეები ყოველდღიურად ერთად დგანან საპროტესტო აქციებზე. ორგანიზაცია „ერთობის“ მიერ ორგანიზებული რამდენიმედღიანი ტრენინგი მოძრაობა „ფართან“ ერთად, სწორედ იმ გამოცდილების გაზიარებას ეხება, თუ როგორ შეცვალონ ხელისუფლება.
კაპროვანში მიმდინარე ტრენინგებზე შეფასებები გააკეთეს პოლიტიკოსებმა.