„თრეის ინტერნეიშენალის“ ინდექსი

ე.წ. რეკეტის რისკისგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში 27-ე, ხოლო ევროპაში კვლავინდებურად საუკეთესო ოცეულში და 18-ე ადგილს იკავებს. ასეთიათრეის ინტერნეიშენალის“ (trace international) მონაცემები. საქართველო აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში პირველ ადგილზეა და ლიდერობს.

ყველაზე მაღალი შეფასება საქართველომ მიიღო ისეთ მთავარ სეგმენტში, როგორიცაა „კორუფციაში ხელისუფლების ჩართულობისგან თავისუფლება“. ეს პუნქტი ელიტური კორუფციისგან თავისუფლებას ზომავს. ამ მიმართულებით, საქართველო მსოფლიოში მეათე, ევროპაში კი მეექვსე ადგილზეა. აღსანიშნავია ისიც, რომ ყველაზე ცუდი შეფასება „არასამთავრობო და მედიასექტორის აგრეგატმა“ მიიღო, რომელიც ამ ინსტიტუტების დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას ზომავს, კორუფციის ზედამხედველობის პროცესში.