„თრეის ინთერნეიშენალის“ ინდექსი

თრეის ინთერნეიშენალის“ მიერ წარმოებული კორუფციის რისკის ინდექსის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში 27-ე, ხოლო ევროპაში 18-ე ადგილზეა. წინა წლის რეიტინგთან შედარებით, ქულა არ შეცვლილა. საქართველო აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში პირველ ადგილზეა და წინ უსწრებს ევროკავშირის 14 სახელმწიფოს.

ყველაზე მაღალი შეფასება საქართველომ ბიზნესსა და მთავრობას შორის ურთიერთობის კუთხით მიიღო, სადაც მას ამ კრიტერიუმში, საუკეთესო  – ერთი ქულა აქვს. ყველაზე დაბალი შეფასება  – 44 ქულა ანტიკორუფციული კანონებისა და მათი აღსრულების კრიტერიუმში, კერძოდ კი, აღსრულების ნაწილში მიიღო. რისკების შეფასება სულ ოთხ კრიტერიუმს ეფუძნება.