ტრეფიკინგში ბრალდებული იულია სუსლიაკის საქმე

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლო, ტრეფიკინგში ბრალდებული იულია სუსლიაკის აღკვეთის ღონისძიების გაგრძელების საკითხზე მსჯელობს.

ბრალდების მხარე პატიმრობის ვადის ორი თვით გახანგრძლივებას ითხოვს, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმება დაცვის მხარე და საუბრობს, რომ სუსლიაკის ქმარსა და შვილებზე ზეწოლა განხორციელდა.

რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე – თეონა ხუბულავას რეპორტაჟი.