ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღე
30 ივლისი ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღეა. თარიღთან დაკავშირებით, სამშენებლო სექტორში დასაქმებულ პირებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, შრომის ინსპექციის სამსახურისა და საქართველოს პროკურატურის ერთობლივი ინიციატივით. ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში, მხარეებმა საქართველოში ტრეფიკინგის მიმართულებით არსებული მდგომარეობა, მიღწევები და გამოწვევები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მსხვერპლთა დაცვასა და მხარდაჭერაზე ორიენტირებულ მიდგომებს. დასაქმებულებმა მიიღეს ინფორმაცია შრომითი ექსპლუატაციისგან თავდაცვის მექანიზმებზე, რეაგირების გზებსა და იმ სახელმწიფო სერვისებზე, რომლებიც დაზარალებულთათვისაა ხელმისაწვდომი.